უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ მაკა ნაცვლიშვილის საჩივარი არ მიიღო
განსახილველად და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ნაცვლიშვილს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე და გაცდნილი საათების ანაზღაურებაზე.
“2017 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იმსჯელა მაკა ნაცვლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. აღნიშნული საჩივარი არ მიიღო განსახილველად და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რა გაერთიანების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გდაწყვეტილების მიღებით, მაკა ნაცვლიშვილს უარი ეთქვა როგორც სამუშაოზე აღდგენის ისე იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”-განაცხადეს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
მაკა ნაცვლიშვილის ინტერესების დამცველი რობიზონ ხურცილავა რადიო ” ძველ ქალაქთან” განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცი არ აქვს.