ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა იგეგმება. კონკრეტულად დაგეგმილია
ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევიდან სამხედრო ნაწილამდე, რუსთაველის გამზირიდან ნიკიტინის ქუჩამდე, მესხიშვილის ქუჩის მე-4 ჩიხის, ინგოროყვას მე-4 შესახვევის და ჩანჩიბაძის ბოლო მონაკვეთის გზის შეკეტეა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 ივნისიდან იწყება და 21 ივნისს მთავრდება.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო– სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა “მიმწოდებელმა” უნდა განახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
“მიმწოდებელი” ვალდებულია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს 4 (ოთხი) ეგზემპლარად ფერად ტონებში, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ელექტრონული ვერსია. ამასთან “მიმწოდებელმა” დამატებით უნდა წარმოადგინოს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია PDF ფორმატში, რომლის ერთი ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგბ–ს.