14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით “ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის”არსებული “ქალთა კლუბის” წევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ჯადოსნური სამყარო” ესტუმრნენ.
მათ განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყაროს” ბენეფიციარები მოინახულეს და ბავშვებთან ერთად აღნიშნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. კლუბის წევრებმა ზეინაბ ბურჯანაძემ და თეონა გოგიშვილმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება