ხმაური იყო ქუთაისში, ბუხაიძის გამზირზე, სადაც მოსახლეობამ

 

ნომერ 17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობა გააპროტესტა.

მოსახლეობის გაღიზიანება ადგილზე კაფე-ბარის მეპატრონეების მისვლამ და სამშენებლო მასალების მიტანამ გამოიწვია. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კაფე-ბარის ერთ-ერთი მეპატრონე და მოსახლეობა.

” ეს ბინა არც არსობობს, ხოლოდ ეს ტერიტორია აქვს, სხვა ტერიტორია ამ ბინას არ გააჩნია. ის ხდება, რომ ჰაერს არ გვიტოვებენ, ჩვენ კერძო ბიზნესს არაფერს ვერჩით, აკეთოს ბიზნესი იქ სადაც ბიზნესმენის და მოსახლეობის ინტერესი არ გადაიკვეთება. მივმართეთ სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოსაწერათ ასევე მერიას, მაგრამ მერია ხომ ადამიანების უფლებების დარღვევის ნაცვალდ, პირიქით არღვევს,”-აცხადებს ბუხაიძის ქუჩის მკვიდრი.

“ფლამინგოს” მეპატრონე აცხადებს, რომ ამ ადგილზე ის კაფე-ბარს მაინც ააშენებს.

“ეს ფართი საკრებულომ გამომიყო, მე აქ კაფე-ბარს ჩავდგამ”-აცხადებს კაფე-ბარ “ფლამინგოს მეპატრონე კახა მეფარიშვილი.

მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კაფე-ბარის სამშენებლო მასალები მეპატრონეებმა უკან წაიღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *