. შეხვედრა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ “თაობათა დიალოგი” – ს,
არმავირის განვითარების ცენტრის (სომხეთი) და სოციალური და პოლიტიკური კვლევების ბიუროს (უკრაინა) მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხდა. პროექტი “ნაბიჯი წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციისკენ” აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სომეხ და უკრაინელ კოლეგებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და სოციალურ სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გარდა ამისა, მხარეებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციის პლატფორმის კონცეფცია” – ზე იმსჯელეს.
პროექტის მიზანია შეისწავლოს უკრაინაში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციის, საქართველოში არსებული სოციალური დახმარების სისტემები და შექმნას მუდმივმოქმედი სტრუქტურა, რომელიც განავითარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციის კონცეფციას.