ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის
სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში არად ბენკო ჩამოვიდა. ავსტრიელი დიპლომატი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო. ელჩმა სურვილი გამოთქვა ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის დამეგობრება მოხდეს. ასევე, მოხდეს განათლების კუთხით გამოცდილებების გაზიარება. ამასთან არად ბენკო ქუთაისის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა.
“ვისაუბრეთ ბატონ ელჩთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის იმაზე თუ როგორ შეიძლება ქუთაისმა ავსტრიის სხვადასხვა ქალაქებთან ითანამშრომლოს სხვადასხვა მიმართულებებით. მათ შორის ეკონომიკური, სამეცნიერო კუთხით, კულტურულ-სახელოვნებო მიმართულება. ბატონი ელჩი დაგვეხმარება კომუნიკაციის მოძებნასა და ქუთაისის პოპულარიზაციაში”, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
ავსტრიის საელჩო საქართველოში ახლახანს გაიხსნა. დიპლომატის გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ქუთაისში პირველია.