ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე სიჩქარის მარეგულირებელი
კუნძულების მშენებლობა მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, გახშირებული ავარიების გამო ქალაქში, კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც ემატება. “9 აპრილის ქუჩაზე, უსაფრთხოებისთვის კუნძულების და შუქნიშნების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან ერთად დაათვალიერა. გასულ წელს 24 სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და 6 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდა”,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.