მდინარე რიონის ნაპირზე ჩავარდნილი პირუტყვის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ერთი მცდელობა ამოეყვანათ პირუტყვი უშედეგოდ დასრულდა.
თვითმხილველები რადიო “ძველ ქალაქთან” აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა არ იციან როგორ ამოიყვანონ რეალურად პირუტყვი წყლიდან.
“არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა, თოკიც როგორ მოაბან ისიც არ იციან. ერთხელ მოამბეს თოკები ისიც არასწორად და ძროხამ მოიძრო. ერთი ამწე უნდა და ეგრევე ამოიყვანებენ,”-აცხადებს თვითმხილველი.
თითქმის 3 საათიანი სამაშველო ოპერაცია პირუტყვის გადასარჩენად ამ დრომდე გრძელდება.