ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ “მინდელის” სახელობის მაღაროში
ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც 4 მუშა, დაახლოებით, 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდარ ტრაგედიას საკუთარ ფეისბუქ გვერძე გამოეხმაურა. მან თანადგომა გამოუცხადა შახტაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ შახტაში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა სწრაფად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები.
“ამ მძიმე წუთებში მინდა, თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.