ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
დეკლარაციის მიზანია წარმოაჩინოს ის უმთავრესი ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რათა მოხდეს ხელშეწყობა საქართველოს შემდგომ განვითარებას და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას.
ღონისძიებაზე ასევე, გაიმართა ახალი მასშტაბური პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ.
საქართველოს “საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია” არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც 200-მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შექმნილი დოკუმენტია.
პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.