ქუთაისში ბოტანიკური ბაღის
ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. წაღებულია 4 კომპიუტერი და ფოტოაპარატი. “ერთი ყარაული ვერ დაიცავს ამხელა ფართობს. ალბათ უნდა ყოფილიყო სიგნალიზაციაზე ყველაფერი აყვანილი. გვაქვს ვიდეო თვალი, მაგრამ გვაქვს მხოლოდ გარეთ, შემოსასვლელში, სადაც ხეივნებია. თუ ამას გაბედავდნენ და ადმინისტრაციულ შენობაში შევიდოდნენ ამას ვინ წარმოიდგენდა, არ იყო გათვლილი. მომავლისთვის ალბათ სიგნალიზაციის სისტემა დამონტაჟდება”, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თეიმურაზ ჩეჩელაშვილმა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.