ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების
საცხოვრებელი სახლების ავარიულ სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. სულ რეაბილტაცია 35 ობიექტს ჩაუტარდება. სახურავების შესაკეთებლად 247 ათას 611 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახლების სახურავებს შემდეგ მისამართებზე : ცაცხვების ქუჩა N55, კოლხეთის ქუჩა N66, უზნაძის ქუჩა N16 ბ, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა N5, მწვანე ყვავილას ქუჩა N49, გ. ტაბიძის ქუჩა N67, კლდიაშვილის ქუჩის I ჩიხი N11, მიქელაძე–მეველეს ქუჩის მე-3 შეს. N28ა, ტყიბულის ქუჩა N198ა, გოგოლის ქუჩა N84, მაჭავარიანის ქუჩა N26, რუსთაველის ქუჩის მე-5 შეს. N5, კლდიაშვილის ქუჩა N21, ჭაბუკიანის ქუჩა N40, დავით ჩირაძის ქუჩა N2 (ყოფ. თბილისის ქუჩის 1 შეს. N2), ტყიბულის ქუჩის მე-6 ჩიხი N11, ი.ევდოშვილის ქუჩა N55, ნიკო–მარის ქუჩა N31, ასათიანის ქუჩა N9, ბარნოვის ქუჩა N27, ახალგაზრდობის გამზირი N14, ჭაბუკიანის ქუჩის მე-2 შეს. N7, განათლების ქუჩა N22, ნიკოლაძის ქუჩის მე-3 შეს. N1, ვაჟა–ფშაველას ქუჩა N142, წერეთლის ქუჩა N276 კორპუსი 40, ბინა N15, ჩანჩიბაძის ქუჩის მე-2 შეს. N16, ბარათაშვილის ქუჩა N15, წერეთლის ქუჩის მე-3 შეს. N5, დები იშხნელების ქუჩა N40, წმინდა სამების ქუჩა N57, შ. დადიანის ქუჩა N53, ნიკოლაძის ქუჩა N19, ნიკოლაძის ქუჩა N21.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. აგრეთვე, “მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
სატედნერო წინადადებების მიღება 10 მაისს იწყება და 15 მაისს მთავრდება.