16 აპრილს წყალტუბოში, სოფელ ყუმისთავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ხოლო დაშავდა 4. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთი ავტომობილი სვანეთიდან მოდიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 მსუბუქი ავტომობილი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
იდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 16 აპრილს წყალტუბოში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ბაზრის მიდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს აქაც ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.