საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს
დილაოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. “სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე. მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებშიგამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე – თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ქუთაისელების სურვილს, პრეზიდენტმა განაცხადა:”გუშინ, საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობის სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად მე მათ დავპირდი, რომ ამ სურვილს დავაფიქსირებდი აქ.
ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. მოვუსმინოთ ხალხს!”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.