აქციის მონაწილეები თვითმართველობისგან სკეიტპარკის მოწყობას ითხოვენ
. აქციაზე შეკრებილი იყო 50- მდე ახალგაზრდა. მათი თქმით თვითმმართველობა მათ სკეიტპარკის მოწყობას დაპირდა, თუმცა პირობა ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
“5 წელია მუდმივად გვეუბნებიან, რომ სკეიტპარკი წელს მოეწყობაო, თუმცა ჯერჯერობით ისიც კი არ არის გადაწყვეტილი, სად მოეწყობა, ან კიდე გამოგვიყოს მერიამ ადგილი და ინვესტორი გვყავს, რომელიც მოგვიწყობს მოედანს,მოედნის არ არსებობის გამო, საავტომობილო და ხალხის სავალ ტროუარებზე ვარჯიშობთ. რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს და ასევე, უსაფრთხოც არ არის.”-განაცხადა აქციის მონაწილემ ნინი ხელაძემ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პარკი მოეწყობა, თუმცა როდის ჯერჯერობით დაუდგენელია.