განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ქუთაისში,
პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში, დევნილი ოჯახების გადასახდელი თანხის 10 %-ს, თავად გადაიხდის. ამის შესახებ გუშინ, საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ნაკაშიძემ განაცხადა. შესაბამისად, დევნილ ოჯახებს პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში საჭირო პროგრამებით სარგებლობისას, თანხის გადახდა პირადად არ მოუწევთ. შეგახსენებთ, პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში, ბინათამხანაგობები თანადაფინანსებით თავიანთ კორპუსებში არსებულ პრობლემებს აგვარებენ. ხდება ლიფტების შეკეთება, სადარბაზოების მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და ა.შ. თანადაფინანსების დროს 90 % ადგილობრივი თვითმმართველობა იხდის, ხოლო დანარჩენს მოსახლეობა. “იმ დევნილებს, რომლებსაც ბინები საკუთრებაში გადაეცათ, შესაბამისად არიან ქუთაისის მცხოვრებლები და შექმნეს ბინათამხანაგობები ისეთივე უფლებებით სარგებლობენ როგორც ქუთაისის სხვა მცხოვრებლები. შესაბამისად, 90 %-ით ვაფინანსებთ ყველა კორპუსს, 10 %-ს მოსახლეობა იხდის. ამ შემთხვევაში დევნილებს 10 %-ის გადახდაში ეხიდებათ სამინისტრო,- განმარტა საბინაო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ.