“ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ორგანიზებით, 5-7 აპრილს,
ქ. ქუთაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება ფემინისტური ფესტივალი.
ფესტივალი პირველი ფემინისტური გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშრიდება. გაზეთი ქუთაისში 1917-1918 წლებში, ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის კატო მიქელაძის (1878-1942) თაოსნობით გამოიცემოდა.
ფესტივალის საშუალებით ხაზი გაესმება თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბძროლის იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში ფემინიზმს გააჩნია. ფესტივალზე წინ წამოიწევა ისეთი თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია – იქნება ეს პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
დღის წესრიგი:
15:00 – 16:00 ფესტივალის გახსნა
⚪ მისასალმებელი სიტყვა: ნანა ფანცულაია, “ქალთა ფონდი საქართველოში.”
⚪ “ხმა ქართველი ქალისა” ელ-ჟურნალის პრეზენტაცია: მარიანა უნაფქოშვილი, თსუ-ს გენდერის კვლევების ინსტიტუტი
⚪ “წარსულის რეპრეზენტაცია ქართულ ფემინისტურ ნააზრევში” – მაია ტაბიძე
16:00 – 17:30 პანელ-დისკუსია: “ქალებს შორის კომუნიკაციის გზები ადრე და ახლა”
⚪ “წერა, ბედისწერა და ქალების მიმოწერა” – ლელა გაფრინდაშვილი
⚪ “ქალები საქართველოდან” – ნინო გამისონია, იდა ბახტურიძე, მაია ჩიტაია
18:00 – 19:00 ფილმის ჩვენება:
„გოგონათა მხატვრული სახეები“ – სალომე კერესელიძე
20:30 “ქალთა ბედნიერება” – გამოფენა და პერფორმანსი:
ლია უკლება, ლუიზა ლაფერაძე, ნადია წულუკიძე, ლალი პერტენავა, თამო ხმიადაშვილი
10:00 – 11:30 პანელ-დისკუსია:
⚪ “რუსეთის რევოლუცია და ქართველი ფემინისტები: ქალი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი” – აია ბერაია
⚪ “1920-იანი წლების საბჭოთა ქალი: მოლოდინები, რეალობა, რეპრეზენტაცია” – სალომე ცოფურაშვილი
დისკუსიის სტუმარი: მაია ბარქაია
12:00 – 13:30 ქუთაისის ფემინისტური ტური – თამთა მელაშვილი
14:30 – 16:00 პანელ-დისკუსია:
⚪ “ტკივილი და ბრაზი ფემინისტურ პოლიტიკაში” – თამარ ცხადაძე. დისკუსიის სტუმარი: ნათია გვიანიშვილი
⚪ ბიოლის ფონდისა და ქალთა ფონდის წიგნების პრეზენტაცია:
„ბრძოლა საჯარო სივრცისთვის“- თამარ ცხადაძე, ეთუნა ნოღაიდელი
„კატო მიქელაძე“ – თამთა მელაშვილი, ეკა წერეთელი
„მოკლული ქალების ამბები“- ნინო სურამელაშვილი
16:30 – 18:00 პანელ-დისკუსია:
⚪ “ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ” – ქეთა ჩხეიძე
⚪ დისკურიის თემა: “ქალთა პოლიტიკური ხედვა ადრე და ახლა”
დისკუსიის სტუმრები: ბაია პატარაია, ლელა სებუა
19:30 – 21:00 ფემინისტური არტი:
⚪ “ქართველი ფემინისტები – წარსულიდან მომავლისკენ” – გორის ახალგაზრდა ფემინისტების ინსტალაცია
⚪ პანტომიმა თემაზე “ქართველი ფემინისტების ისტორია” – ნატალია პატარიძე
21:00 მუსიკა:
10:00 – 11:30 პანელ-დისკუსია:
⚪ “მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ქალები: ჭიათურის მაგალითი” – ნათია ქარჩილაძე
⚪ პროექტის „ასფალტის ქალები“ პრეზენტაცია – ქეთი ბერძენიშვილი
დისკუსიის თემა: ქალთა შრომა
დისკუსიის სტუმრები: გვანცა ხონელიძე, ნინკა ხაინდრავა
12:00 – 13:30 მოხსენება:
“ვეგან-ფემინიზმი” – ნათია კვანტალიანი
14:30 – 16:00 ვორქშოფი:
“არტივიზმი” – ლია უკლება
16:30 –17:30 სპექტაკლი “შვიდი”