ქუთაისში ფარნავაზ მეფის, ლადო ასათიანისა
და ხორავას ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგება იგეგმება. კონკრეტულად, ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-2 შესახვევის, ლ. ასათიანის ქუჩის მე-2 ჩიხის და ხორავას ქუჩის (№25 ბაგა-ბაღის შესასვლელი) გზის საფარი ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილებით მოწყობა. სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 205 ათას 251ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 8 აპრილს იწყება და 13 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.