ქუთაისში ბესიკის, ნინოშვილისა და განჯის ქუჩებზე გზის საფარის
მოწესრიგება იგეგმება. კონკრეტულად ბესიკის ქუჩის პირველი შესახვევი, ნინოშვილის ქუჩის მე-16 შესახვევი და განჯის ქუჩის გზის საფარი ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილებით მოეწყობა. სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ქუჩებზე გზის საფარის მოსაწყობად 675 ათას 086 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 7 აპრილს იწყება და 12 აპრილს მთავრდება. 3 ქუჩაზე გზის საფარი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა მოაწესრიგოს.
ფოტოზე განჯის ქუჩა წვიმიან ამინდში.