ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე
ტროტუარი ბეტონის საფარით მოეწყობა. ქუთაისის მერიამ სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი გამოაცხადა. ტროტუარის მოსაწყობად 237 ათას 300 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 5 აპრილს იწყება და 10 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალგაზრდობის გამზირზე ასფალტო-ბეტონის საფარით ტროტუარი ხელშეკრულების დადებიდან 100 დღეში უნდა მოაწყოს.