პროექტს “ღია თვითმმართველობა” სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ახორციელებს.
პროექტის მიზანია თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობა და ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის გენერალური მდივნი გვანცა თოთაძე აცხადებს , რომ პროგრამა სიმულიაციურია, სადაც მერიის და საკრებულოს სიმულაცია ხდება.
“პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ იყვნენ აქტიური მოქალაქეები, იყვნენ პასუხისმგებლობით ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების მომენტში, მონაწილეები მუშაობენ სტრატეგიულ გეგმებზე და ხედვებზე ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა გვანცა თოთაძემ.
შოთა მურღულიას თქმით ახალგაზრდების ჩართვა თვითმმაღთველობის მართვაში აუცილებელია. ქალაქის მერმა პროგრამის მონაწილეებს თვითმმართველობის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.