ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე
სამუშაოების განსახორციელებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირები გაკეთდება. ამისათვის 76 ათას 202 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 1 აპრილს იწყება და 6 აპრილს მთავრდება. დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე (ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე) მოაჯირების გაკეთება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეში უნდა მოახერხოს.