“მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი” ,- ასე ჰქვია ფილმს,
რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჩვენეს.ჩვენება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა და ამით ფონდმა დებატები განაახლა. “დღეს მაყურებელს წავუდგინეთ ძალიან კარგი გერმანული ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიტანეს კონსტიტუციაში ახალი მუხლი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ. ეს არის ძალიან საგულისმხო იმისთვის, რომ შემდეგ უკვე მთელმა ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს ეს, რომელიც შევიდა გერმანიის მთავარ კანონში და გვინდა, რომ საქართველოში ქალი და კაცი ნებისმიერ უფლებრივ დონეზე იყოს თანასწორი”,- განაცხადა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კოორდინატორმა ქუთაისში ქეთევან ბერძენიშვილმა.
მხატვრული ფილმი “მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი” მოგვითხრობს სამართლის დოქტორის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ელიზაბეტ ზელბერტის მოღვაწეობის შესახებ. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც საპარლამენტო საბჭოში მიიწვიეს კონსტიტუციაზე სამუშაოდ. ის სიტყვები, რაც დღეს უპირობოდ ეწერება კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში, გასაოცარი სიმტკიცისა და ბრძოლის ფასად გაიტანა ელიზაბეტ ზელბერტმა. მის მოთხოვნას მამაკაცებთან ერთად უპირისპირდებოდნენ საბჭოს წევრი ქალებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ მსგავსი ჩანაწერი არა მხოლოდ შექმნიდა სამართლებრივ ვაკუუმს, არამედ საფრთხეს წარმოადგენდა ოჯახისა და სახელმწიფოსთვისაც.
“8 მარტი არის პოლიტიკური დღე. მნიშნელოვანი ქალთა უფლებებისთვის, თუმცა ამან დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა. ამ ფილმით ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას შევახსენოთ 8 მარტის პოლიტიკური მნიშნელობა. ფილმის გმირი არის ქალი, რომელიც მიიწვიეს საბჭოში კონსტიტუციაზე სამუშაოდ და სადაც ის ცდილობს ჩაწეროს კონსტიტუციაში შემდეგი სიტყვები ” ქალი და მამაკაცი თანასწორია”. ეს არის 1 ეტაპი ქალთა მოძრაობის, რომ მოიპოვონ თანაბარი სამართლებრივი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშ და მსოფლიოში ქალებს აქვთ თანაბარი სამართლებრივი უფლებები, ეს საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია სხვა ასპექტების გარდაქმნა”,- განაცხადა მკვლევარმა მაია ბარქაიამ.