ქუთაისში ზვიად გამსახურდიას 13 ნომერი ბინიდან, სავარაუდოდ მეცხრე სართულიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა
და გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
“ღამის ორის ნახევარი იყო, რომ გავიგე და გადმოვიხედე ფანჯრიდან ახალგაზრდა მამაკაცი იყო და სისხლის გუბეები ჩანდა, ზუსტად არ ვიცით რომელი სართულიდან გადმოვარდა. ჩვენ მეტი არაფერი აღარ ვიცით მას არ ვიცნობდით და არც ჩვენი მეზობელი იყო,”-აცხადებს თვითმხილველი გულიკო კუხიანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადე ბენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უკვე დაიწყო.