ქუთაისში საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შეიცვლება.

კანალიზაციის დიდი პროექტი სავარაუდოდ 2017 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, პროექტი არსებობს, თანხებიც მოძიებულია და მიმდინარეობს არსებული პროექტის გადამუშავება. “ყველა ეტაპი გავლილია და თანხა მოძიებულია. ახლა უკვე სამართლებრივი პროცედურებია. ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი. ჩემი გათვლებით 300 მილიონზე მეტი იქნება. ყველაფერი უნდა გამოიცვალოს მთლიანად. ქსელი, ცენტრალური მილები, უნდა აიგოს გამწმენდი ნაგებობა. ეს ქსელი რაც არის წინა საუკუნისაა. ამაზე დიდი პროექტი არ გვაქვს. ამასთან ახლო მდგომია წყალმომარაგების პროექტი”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერის თქმით, ქუთაისის ინფრასტრუქტურაში ბოლო წლებში კოლოსალური თანხა იდება, რაც ბოლო 30-40 წელია არ ჩადებულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *