ქუთაისში, ე.ნინოშვილის ბაღში განათების
დეკორატიული სისტემა დამონტაჟდება. ქუთაისის მერიამ ბაღის გასანათელბლად ტენდერი გამოაცხადა. ახალი დეკორატიული სანათების შეძენა-მონტაჟისათვის 9 ათას 746 ლარია გათვალიწინებული. აღნიშნულ ტენდერზე განაცხადების მიღება 27 თებერვალს დაიწყო და 1 მარტს დამთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განათების სისტემის შეძენა და მონტაჟი ხელშეკრულების დადებიდან 15 (თხუთმეტ) კალენდარულ დღეში უნდა მოახერხოს.