ქუთაისში დიდთოვლობის გამო “ააიპ სპეციალურ სერვისები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე
არის გადასული, ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” “ააიპ სპეციალურ სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა.
“ღამის პირველი საათიდან ინტენსიურად თოვს და არ შეჩერებულა. მობილიზაცია გაუკეთდა ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს ადამიანურს და ტექნიკურს და მიმდინარეობს ქუჩების მაქსიმალური გაწმენდა. პირველ რიგში იწმინდება ის ქუჩები სადაც აღმართია და მანქანებბს ასვლა უჭირთ და სავადმყოფოებთან მისასვლელი გზები. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გაწმენდილ გზას ისევ ათოვს. ასევე გამოყვანილი გვყავს 200- მდე დამგველი, რომლებიც სამარშუტო ტაქსების გაჩერებებთან მისასვლელ გზებს და ქუჩებს წმენდენ,”-აცხადებს გიორგი მჟავანაძე.
ამ დროისთვის ქუთაისში ისევ ინტენსიურად თოვს.