ზესტაფონიდან რიკოთის მომართულებით ცენტრალური გზები
არ იწმინდება, – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” მოქალაქე დაუკავშირდა და განუცხადა. მისი თქმით, რიკოთამდე მისვლა მძღოლებს შემოვლითი გზებით სოფლებით უწევთ გადაადგილება. “მძღოლებს უწევთ სოფლებით გადაადგილება რომ მივიდნენ რიკოთის უღელტეხილამდე. რიკოთის უღლეტეხილზე შესასველეში დგას ტექნიკა, რომელიც საჩვენებლად დგას და არ წმინდავს გზებს. ხალხი რამდენიმე საათია გზაშია და ვერ ქახერხებენ თბილისამდე ჩასვლას”, – განუცხადეს რადიო “ძველ ქალაქს”.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ რიკოთის უღელტეხილთან მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც გზებს წმენდს და როგორც კი გამოიდარებს გზების გაწმენდა უფრო გაადვილდება. “ინტენსიურად ვწმინდავთ და ვყრით მარილს. რახან ასეთი ინტენსიური თოვა არის შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების გადაადგილება. სხვა ავტორტანსპორტი გადაადგილდება შეძლებიდაგვარად რახან მთლიანად არ არის შეზღუდვა. თან ტრანსპორტი მოძრაობს და თან ვწმენდთ პარალელურად. ოდნავ როგორც კი გამოიდფარებს პრობლემა მომენტალურად მოლიხსნება. ჰყავთ საკმაო ერთეული ტექნიკა, ჩვენს კონტრატქორს, რომელიც რიკოთს ემსახურება. ღამის საატებში უფრო ადვილია წმენდა, რადგან ინტენსივობა არის ნაკლები. რახან დღის საათებია და მეტი მანქანა მოძრაობს შეფერხებაც მეტი იქნება, რადგან ტექნიკა მანქანებთან ერთად წმენდს გზებს”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალქეებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.