საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს „მოამბის“ კორესპონდენტი და ჟურნალისტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი აფასებს.
მისი თქმით, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, „მოამბის“ ცამეტ თანამშრომელს ერთ თვიანი ხელშეკრულებები, შრომის კოდექსის სრული უგულებელყოფითა და კანონდარღვევით გაუფორმა. „ეს არის თანამშრომლების დევნა, პროფკავშირული ნიშნით შევიწროვება და არ ემსახურება სამომავლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას“-აცხადებს ლაშა მესხი რადიო ‘’ძველი ქალაქისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მესხის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში საპროტესტო განწყობა დიდია. „ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით შეხვედრას მაუწყებლის დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან, რათა გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები და შემდგომ დაველოდებით მის რეაგირებას“-ამბობს ლაშა მესხი. როგორც ჟურნალისტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მესხი აღნიშნავს, რომ ისინი სამართლებრივად დაიცავენ დასაქმებულთა უფლებებს. „ ამ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის საბანკო. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები და არ შეიძლება ხელმძღვანელობა მათ ასე მოექცეს. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფროა დამძიმებულია და ამ პირობებში პროფესიონალების დათხოვნა სამსახურიდან, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩენ სამართლებრივად გავაგრძელებთ ბრძოლას“-აცხადებს ლაშა მესხი.