დაკავებულ სასულიერო პირს 2 ათას ლარიანი გირაო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა
. მას ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დიდი რაოდენობით დათესვა მოყვანა, რაც თავისუფლების 6-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ჯახუას ადვოკატი ვალერიან თევდორაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოვილა პროკორატურის მოთხოვნა და 3000 ლარის ნაცვალად გირაო 2000 ლარი შეუფარდა.
“ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ ყველა ცნობა გიორგი ჯახუას ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ და სასამართლომ 3000 ლარის ნაცვალად გირაო 2000 ლარი შეუფარდა, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. დაცვის პოზიცია არის ის რომ ჯახუა მარიხუანას ჯანმრთელობის უკიდურესი მძიმე მდგომარეობის გამო მოიხმარდა. რაც შეეხება სამედიცინო პრეპარატების მიღებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ამას ფატალური შედეგი მოეტანა, რადგან სასულიერო პირს ღვიძლიც დაზიანებული აქვს და ერთადერთი გამაყუჩებელი და სამკურნალო საშუალება მის მდგომარეობაში მარიხუანა იყო და ადამიანი რომელიც თავის ტკივილს იყუჩებს საზოგადოებამ ციხეში არ უნდა გამოკეტოს,”-განაცხადა ვალერიან თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯახუას სახლში პოლიცია 17 იანვარს შევიდა, საიდანაც 2 ძირი კანაფი ამოიღო. მსჯავრდებულის განცხადებით, ის მცენარეს სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდა.