რა საბუთებია საჭორო
შენგენის ზონაში გადასაადგილებლად?
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად, განაცხადით უნდა მიმართოთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საქართველოში. გაქვთ, თუ არა მგზავრობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი? (მაგ.: საქმიანი მგზავრობა, ტურიზმი, მეგობრების, ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება მოგთხოვოთ შემდეგი სახის საბუთები:
• ტურიზმი და დასვენება:
უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
სასტუმროს ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.
• მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
სასტუმროს ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა
უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.
• ნათესავების, მეგობრების მონახულება
მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
სამოგზაურო დაზღვევა;
უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).
• მკურნალობა
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)