ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება. ძეგლი სავარაუდოდ
რუსთაველის გამზირზე განთავსდება კონკურსში გამაჯვებულის გამოვლენის შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას მერიის თანამშრომლების გარდა.
შეიქმნა ასევე დროებით კომისია, რომელიც კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს. კომისიას ქალაქის მერი შოთა მურღულია უხელმძღვანელებს.
“საუკეთესო ნამუშევარს ქალაქის მერის თავმჯდომარეობით 9 წევრიანი კომისია შეარჩევს. ძეგლი რუსთაველის გამზირზე დაიდგმება, კონკრეტული ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. წინადადებების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი 20 მარტს გამოვლინდება,”- განაცახადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.