დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან ერთად ე.წ. “მთის ბროლისა” და “ზესხოს” დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
სოზარ სუბარმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აღნიშნულ შენობაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით ნგრევადია. სუბარის განცხადებით შენობაში მცხოვრებ 50-მდე ოჯახი შენობას დატოვებს და ისინი ბინას ახლადაშენებულ შენობაში მიიღებენ.
“ეს შენობა უნდა დაიცალოს და მართლა იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ ბინები, ვინც აქამდე ცხოვრობდით აქ დიდი ხანი და არა მათ ვინც ახლა მოვიდა. აი ეს არის ჩემი უმთავრესი სათქმელი. პრაქტიკულად მშენებლობა ბოლო ეტაპზეა და შესაბამისად განაცხადებს განვიხილავთ და შევაჯამებთ,”-განაცხადა მინისტრმა.
ქუთაისში 2017 თებერვალსა და მარტში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 38 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან 160 ოჯახს სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში 184 ოჯახს აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენებისგან გამოსყიდულ კორპუსში, ხოლო 43 ოჯახს ერისთავის ქუჩაზე ასევე მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში. ქუთაისში 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრები 140 დევნილი ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.