ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციაში არასათავრობო ორგანიზაციების
ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. არასამათავრობო სეტქორის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე სამომავლო თვის გეგმებზეც ისაუბრეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროექტების კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ განმარტა, რომ იანვრში მათ აქტიური შეხვედრები გამართეს ეკომიგრანტებთან.
“იანვრის თვეში ჩვენ ორი გასვლა განვმართეთ წყალტუბუს მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტებთან, ვიყავით საყულიაში და ოფშკვითში, სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემებია გამოკვეთილი, ამ საკითხებზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში რეკომენდაციებს ხელმძღვანელებს წარვუდგენთ. ვიმყოფებოდით ასევე ბათუმში სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზის კუთხით საიას სრულმა სტაფმა გავიარეთ ტრენინგების ციკლი,”-განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.
“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორის” ნუგზარ კოხრეიძის თქმით მიგრააცის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს მათთვის, ვინც საბერძნეთიდან დაბრუნდა, რათა მათი რეინტეგრაცია მოხდეს საქართველოში.