ვანის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ფიდერები ავარიულად არის გამორთული
. ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე რადიო “ძველ ქალაქთან” აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვანში გზები ინტენსიურად იწმინდება, ასევე განმარტავს, რომ “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
“ამ დროისთვის ვანში უკვე აღარ თოვს, საკმაოდ მაღალია თოვლის საფარი, მაღალმთიან სოფლებში 1 მეტრს აღწევს. მობილიზებული გვყავს ტექნიკა რაც კი არსებობს მუნიციპალიტეტში, თითქმის მთელ რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ “ენერგო პრო ჯორჯია” უკვე ღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. არ არის შეფერხებული ასევე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ქუთაისის და სამტრედიის მიმართულებით ასევე შეფერხების გარეშე მუშაოებს ქალაქში შიდა ტრანსპორტი”-განაცხადა ზაზა ხურციძე.