ქუთაისში დიდთოვლობის გამო “ააიპ სპეციალურ სერვისები” მუშაობის
საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” “ააიპ სპეციალურ სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა. მჟავანაძის თქმით ქუთაისში გზები ინტენსიურად იწმინდება.
“მას შემდეგ რაც ინტენსიურად გაძლიერდა ნალექი თოვლის სახით, სპეციალური სერვისები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ამ დროისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა 12 ერთეული, ინტენსიურად მიმდინარეობის გაწმენდითი სამუშაოები. პირველ რიგში გაიწმინდა ის ქუჩები სადაც აღმართია და მანქანებბს ასვლა უჭირთ,”-განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.