გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო
სასამართლოდან დღეს უნდა გათავისუფლდეს. სასამართლო პროცესი, ცერცვაძის ადვოკატის საღცელის განხილვა კიევის დროით 12 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, დაცვის მხარე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ვიცე პოლკოვნიკი არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის და ქართული მხარე ამისათვის ყველაფერს აკეთებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც განაცხადა, რომ რომ ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძეს უკრაინა რუსეთს არ გადასცემს და მას გაათავისუფლებენ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს კიევის სააპელაციო სასამრთლო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.