საკრებულო სხდომის დასრულების შემდეგ ნატო ქათამაძემ “მაკდონალდსის” მშენებლობასთან დაკავშირებით
განცხადება გააკეთა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარესა და ნატო ქათამაძის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ნატო ქათამაძემ ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
დღევანდელ საკრებულო სხდომას საინიციატივო ჯგუფის “ქუთაისის მომავლისთვის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ასევე ესწრებოდა ქუთაისის ყოფილი მერი დავით მელქაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე “მაკდონლდსისის” ამ ფორმით მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია.
” ის, რაც გაკრულია ბანერზე, ბოდიში, ბატონო შოთა, მაგრამ ეს შენობა არ უნდა აშენდეს. საკითხი არ დგას სწორად. “მაკდონალდსის” ობიექტის განთავსება ისე, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, დამერწმუნეთ არ შეიძლება. იურიდიულად ამის დასაბუთება შეიძლება, რომელიც დანაშაულია. ყველა ტერიტორიას თავისი ფუნქცია გააჩნია. ყველგან ყველაფრის დასმა არ შეიძლება. მე რომ ვაპროექტებდე და ისედაც ვფიქრობ, გაცილებით მეტი კლიენტურა ეყოლებოდა ნიკეას ქუჩაზე და იქ გავაკეთებდი,”- განაცხადა დავით მელქაძემ.