საია რეორგანიზაციის შედეგად სამსახურებიდან თვითნებურად გათავისუფლების რისკებზე საუბრობს
. ამ თემასთან დაკავშირებით რადიო “ძველ ქალაქთან” კომენტარი საიას ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა გააკეთა. სანტურიანის თქმით, სახელმწიფო სამსახურებიდან გათავისუფლების თაობაზე ძირითადად იმერეთის რეგიონებიდან მიმართავენ.
“რამდენიმე ადამიანი დაგვიკავშირდა იმერეთის სხვადასხვა რეგიონებიდან კონსულტაციისთვის, ისინი იყვნენ ა(ი)პების თანამშრომლები, რომლებიც თვითმმართველობების მიერ არის დაფუძნებული. მათ აინტერესებდათ თუ რა შემთხვევებში, რა დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებდა კანონმდებლობა. მათ შორის იყო კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხები.”-აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.
გიორგი სანნტურიანმა ასევე განაცხადა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მას კერძო სამსახურიდანაც მიმართეს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით, სადაც დამსაქმებელი შეეცადა ბოროტად გამოეყენებინა გავრცელებული მოსაზრება რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის საფუძველზე.
” ეს იყო არა თვითმმართველობის მიერ დაარსებული, არამედ კონკრეტული პირების მიერ დაფუძნებული შპს. იქ დასაქმებულმა პირმა მოგვმართა დახმარებისთვის და განგვიმარტა, რომ ისევე როგორც საჯარო მოხელეები რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან, სინამდვილეში როდესაც საკითხი მოვიკვლიეთ აღმოჩნდა, რომ პირი არა რეორგანიზაციის მოტივით, არამედ არასაკმარისი უნარჩვევების გამო გაათავისუფლეს”-აღნიშნა სანტურიანმა
სანტურიანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევევაში, თუ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულ პირებს რეორგანიზაცია შეეხება, მათ უფლება აქვთ კომპენსაციისთვის იდაონ.