ქუთაისში”სასაფლაოთა დასუფთავების”
საპილოტე პროექტი წარდგინეს, რომელიც საფლავების დასუფთავებისათვის ნებაყოფლობითი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად: 1. სასაფლაოთა იდენტიფიცირება. 2.მოსახლეობის ინფორმირება და ხელშეკრულების გაფორმება. 3.ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება.
“ჩვენ ვთავაზობთ ასეთ სერვისს: წელიწადში 60 ლარი იქნება ნებაყოფლობითი, ვინც ამ 60 ლარს გადაიხდის გავუფორმებთ ხელშეკრულებას, ყოველ თვეში მივა დამლაგებელი და სასაფლაოს დაუსუფთავებს. ასე ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სასაფლაოებს.”- განაცხადა სასაფლაოთა მეურნეობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილების უფროსმა იოსებ კუჭავამ.
სასაფლაოთა მეურნეობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილების უფროსის თქმით, მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა თბილისში და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ქუთაისი იქნება რიგით მეორე ქალაქი.