ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის
ორგანიზებით, მოეწყობა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასა და ქუთაისის მერიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის თემაზე: მაკდონალდსის რესტორნის მშენებლობა ქალაქის ცენტრში.
შეხვედრაზე, ასევე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, “მაკდონალდსის” და ქალაქის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.
დისკუსია სამშაბათს, 24 იანვარს 16:00 სთ-ზე გაიმართება.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.