საქართველოში, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით,
ათას ასზე მეტი მარტოხელა მშოებლი ცხოვრობს, – ინფორმაციას ამის შესახებ ადამაინის უფლებების განვითარების ფონდი გვაწვდის. პროექტის ადვოკატირების მენეჯერის ქეთი ღვადაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ, სტატისტიკის წარმოება ამ კუთხით, მათი მოთხოვნის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ამ სტატისტიკის წარმოების უფლება მათ ჰქონდათ. ორგანიოზაცია ამჟამად ახორცილებს პროექტს ” მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება”. მათ ეს პროექტი ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო სექტრორს გააცნეს. ” პირველი პროექტი რასაც ჩვენ ვახორციელებთ არის ” მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება”. მარტოხელა მშობელი – ასეთი ჩანაწერი კანონში გაჩნდა 2014 წლის დეკემბერში. იქ აღნიშნულია, რომ მათ შეიძლება მიიღონ კანონით გათავლისწინებული სოციალური ბენეფიტები, მაგრამ არავინ არ იღებს რაიმე დახმარებას იმის გამო, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს,” – განაცხადა ქეთი ღვადაშვილმა.
არასამთავრობო სექტორთან საუბრისას კანონში არსებული ჩანაწერის დისკრიმინაციულ ფორმებზე ისაუბრეს: “ერთადერთი შეღავათი რასაც კანონოი ითვალიწინებს, ეს არის საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი, რომელიც შეღავათს ითავლისწინებს მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის, მარტოხელა მამებისთვის შერავათი არ არსებობს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შეიცვალოს ეს დისკრიმინაციული მუხლი. სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებნლობა უნდა იგრძნოს მარტოხელა მშობლებზე ზოგადად. ჩვენ არ ვაპირებთ საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ, ჩვენი მიზანია ჩავატაროთ მოკლვევა და რეკომენდაციებით მივმართოთ საკანონმდებლო ორგანოს”, – განაცხადა ქეთი ღვადაშვილმა საკითხის კომენტირებისას.
“ცვლილებები, რომლებზეც საუბრიობენ ორგანიზაციის წარმომადგნელები, რომ შევიდეს კანონში, საჭიროებს დახვეწას. შეცვლის შემთხვევაში მხოლოდ სამოქალაქო კოდექსი არ განიცდის ცვლილებას,ცვლილებას განიცდის უამრავი კანონი ამსათან დაკავშირებით. მე როგორც იურისტი, გეტყვით, რომ იურისტებსაც არ ექნებათ ერთი აზრი სხვადსხვა შეხედულებეის გამო, ანუ თავად კანონში როგორცაა ჩამოყალიბებული მარტოხელობის სტატუსი, იგივე მშობლეთან დაკავშირებით”, – ამბობს საია-ს იურისტი ზაალ გორგიძე.
პროექტის “მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატორება” მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.