შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი,
გასული თვის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
“შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრის თვე 486 141 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია. 2016 წელს ქვეყანაში უკვე 6 350 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 714 773-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.2016 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9%), აზერბაიჯანიდან (+4%), თურქეთიდან (-17%), რუსეთიდან (-2%), უკრაინიდან (+14%) და ირანიდან (+375%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წელს გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, და გერმანია (შესაბამისად 24%, 16%, 12%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (33%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (55%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 9%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყენებულ ინფორმაციაში.