ქუთაისში ჩაის სახლში ესპანელი ფოტოგრაფის როზა ვრუმის ფოტო გამოფენა გაიმართა

. მან ფოტოებზე ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფა და ბუნებრივი გარემო ასახა.

“გამოფენის მიზანია წარმოადგინოს ადგილობრივი სვანი მოსახლეობის ყოფისა და გარემოს მდგომარეობა. ენერგეტიკის სამინისტროს აქ აქვს დაგეგმილი დიდი და მცირე ზომის ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობა. ზემო სვანეთში დაგეგმილია 35 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უშუალოდ ამ ფოტოებზე წარმოდგენილ გარემოს საფრთხეს უქმნის, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურია. ჩვენ გვინდა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაინახონ, რომ ამ პროექტის უკან ადამიანები და ბიომრავალფეროვნებით მდიდარი გარემო დგას,”-განაცხადა ასოციია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორი იყვნენ “მწვანე ალტერნატივა” და “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *