ჯანდაცვის სამინისტროში
ახალი სამსახური თანამშრომლების მუშაობას მონიტორინგს გაუწევს. ამ მონიტორინგის შედეგად გადაწყდება ვინ რა რაოდენობის ანაზღაურებას მიიღებს. ამ სიახილის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, არამც თუ არ იმოქმედებს [შემცირება], არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილება და არა რუტინული მინუს 10% ან მიზანმიმართული შემცირებები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.