“თოვლის ბაბუამ საჩუქარი

მხოლოდ “ქართულ ოცნებას” გაუკეთა”,- აღნიშნა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისში საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით გოგისვანიძემ. რადიო “ძველი ქალაქი” რამდენიმე დღეა ქუთაისში პოლიტიკოსების საახალწლო სურვილებს ეცნობა: “ქვეყანა ახლა ისეთ დღეშია მართლა თოვლის ბაბუა თუ გვიშველის. ყველაზე დიდი საახალწლო სურვილი იქნება თუ თოვლის ბაბუა გაერთიანებულ საქართველოს თუ გვაჩუქებს, თუ მოახერხებს და ქართველებს შორის დაპირისპირებას გააქრობს, თუ მოახერხებს ჩვენ შეგნებამდე დავიდეს , რომ ყველანი ერთი მიწა-წყლის ხალხი ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ. სამთავრობო გუნდი ალაპარაკდა პარლამენტის გადატანაზე  2-3 დღეა და იქნებ მოახერხოს თოვლის ბაბუამ და დაგვიტოვოს პარლამენტი. თოვლის ბაბუამ მხოლოდ ბატონ ბიძნას გაუკეთა საჩუქარი, “ნაციონალურ მოძრაობა” საჩუქრის გარეშე დატოვა, მაგრამ მე მგონი მომავალში გამოასწორებს”, – ამბობს დავით გოგისვანიძე.

კიდევ რა სურვილები აქვთ სხვა პოლიტიკოსებს ქუთაისში, ამის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ რამდენიმე დღეში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *