აქცია გაიმართა ქუთაისში
სახელწოდებით ” სოლიდარობა სირიაში დაღუპულ ადამიანებს”. ” ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სირიაში დაიღუპნენ და მათ ვინც უბრალოდ იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია სახელმწიფოს მოვუწოდოთ შექმნას ისეთი ბაზა, რომლის მეშვეობითაც მოგვეცემა საშუალება შევწიროთ და გავაგზავნოთ ჰუმანიტარული დახმარება ალეპოში. ასევე გვნდა, რომ სახელმწიფომ დააფიქსიროს მისი მკვეთრად გამოხატული პოზიცია, ეს ეხება როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას. და ბოლოს, ჩვენი თხოვნაა რამდენიმე დღით საახალწლო განათებებმა შეწყვიტონ ნათება, რათა ამით გამოვხატოთ ჩვენი გვერდით დგომა სირიელი ხალხისადმი,”- განახადა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” გამგეობის წევრმა აკაკი საღინაძემ.