თოვლის სახით მოსული ნალექის
გამო, ქუთაისში “სპეციალური სერვისები”საგანგებო რეჟიმში მუშაობს. “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი მჟავანაძის თქმით, ამ დროისთვის აქტიურად იწმინდება ქალაქის ქუჩები და იყრება ტექნიკური მარილი. “იწმინდება ის ადგილები, რომელიც პრობლემურია. იყრება ინერტული მასალა. მობილიზებული გვყავს სპეცტექნიკა. გადაადგილების კუთხით ქალალქის ცენტრალურ გზებზე ამ დროისთვის პრობლემები არ არის. პრობლემა არ შეიქმნება არსად. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოძრაობა იყოს შეუფერხებელი”, – განაცახადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ.
თოვა გამთენიისას, დლით 5-6 საათისთვის დაიწყო და ამ დრომდე თოვს.