ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
როგორც შსს-ს პრესამსახურში რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადეს, 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შემდეგმდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.