კიევში ქართველი სტუდენტები სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკურად პოლიცია გაუსწორდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც.
ქართველი სტუდენტების ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენენ.